სვანეთი საერთაშორისო ფილმების ფესტივალს უმასპინძლებს

  • სვანეთი საერთაშორისო ფილმების ფესტივალს პირველად უმასპინძლებს, რომელიც მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. ფესტივალი 3-7 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

“სვანეთის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი უმასპინძლებს სამოცამდე კინოხელოვანს, წარმატებულ კინემატოგრაფისტებსა და დამწყებ რეჟისორებს. კინოფესტივალი გაიხსნება 3 ოქტომბერს, ხოლო 7 ოქტომბერს იქნება დახურვის ცერემონია სასტუმრო “გისტოლაში”. ფესტივალის პირველ წელს წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი, სადაც ოცი მოკლემეტრაჟიანი ფილმი მონაწილეობს.

საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი კონკურსის ჟიურის წევრები არიან: ჟიურის თავჯდომარე – Paolo Bertolin, ვენეციისა და ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალების სელექტორი, რეჟისორები ლევან კოღუაშვილი და ანა ურუშაძე.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაეცემა ქალღმერთი დალის პრიზი. ასევე, ჟიური გამოავლენს საუკეთესო ოპერატორისა და საუკეთესო რეჟისორის ფილმებსაც.

ფესტივალის ფარგლებში მოხდება 11 სრულმეტრაჟიანი მხატრული ფილმის პროექტის პრეზენტაცია და გაიმართება ტრენინგები, რომელთაც პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა ჩააატარებს.

გამარჯვებულ პროექტებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხლშეწყობით გადაეცემათ ფულადი ჯილდოები: პირველი ადგილი – 5000 ლარი, მეორე ადგილი 4000 ლარი და მესამე ადგილი 4000 ლარი.

ჟიურის წევრები: რეჟისორები რუსუდან ჭყონია და გიორგი ოვაშვილი იქნებიან.

ფესტივალს გახსნის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი’’, რომელსაც მსახიობი ია სუხიტაშვილი და პროდუსერი რატი ონელი წარადგენენ. ფესტივალზე ასევე მოეწყობა შემდეგი ქართული ფილმების სპეციალური ჩვენებები: „შინდისი“ – რეჟისორი დიტო ცინცაძე, „ჯიმ შვანთე“ – რეჟისორი მიხეილ კალატაზიშვილი, „დედე“ – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, „ფული“ – რეჟისორი გელა ბაბლუანი, „პატარძლები“ – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, „შემთხვევითი პაემნები“ – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი და „მეზობლები“ – რეჟისორი გიგი აბაშიძე.

კინოფესტივალზე მასტერკლასებს ჩაატარებენ: პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, პროდიუსერი ქეთი დანელია და მონტაჟის რეჟისორი ლევან კუხაშვილი. ონლაინ რეჟიმში გაიმართება Paolo Bertolin-ისა და Christophe Leparc-ის მასტერკლასებიც.

ფესტივალზე დასწერება შესაძლებელია აკრედიტაციით ან ბილეთებით. (მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციაზე მოთხოვნა უნდა გააგზავნონ თბილისის სავანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ვებ გვერდზე svanetifilmfestival.com

კინოფესტივალის გენერალური სპონსორია სასტუმრო “გისტოლა”. მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ბანკი, ფრანგული ინსტიტუტი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, “თელიანი ველი”, “ოლპრინტი”, “ბადაგი”, “ალბომი” და 20 steps productions.”-ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *