“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს

  • მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს მალავს. ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აქვეყნებს.

“კაპიტონ ჟორჟოლიანის საკუთრებასა და თანასაკუთრებაშია 7 ქონება, რომელთა დეკლარირება არ გააკეთა:

1,235 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი დაბა მესტიაში – თანასაკუთრება

57 კვ.მ. ბინა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე რომელსაც მეუღლესთან ერთად ფლობს

11,856 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ მულახში – თანასაკუთრება

8,536 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში – თანასაკუთრება

11,000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში – საკუთრება

3,203 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში – საკუთრება

357 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დაბა მესტიაში – თანასაკუთრება”, – მითითებულია დოკუმენტში.

“მივმართავთ სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს კაპიტონ ჟორჟოლიანის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.