მესტიის ღვაწლმოსილ პედაგოგს ციური გაბლანს 80 წლის იუბილე მიულოცეს

  • დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა მესტიის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ მასწავლებელს ციური გაბლიანს 80 წლის იუბილე პირადად მიულოცეს და საჩუქრად სვანური საკარცხული (ეგრეთწოდებული მახვშის სკამი) და ჯიმშერ გუჯეჯიანის მიერ ტილოზე შესრულებული ნახატი გადასცეს.

მესტიის მუნიცალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამსახურებულ პედაგოგს მერის მრჩეველმა კულტურისა და სოციალურ საკითხებში ლევან კიკვიძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირადი მოლოცვა და ოფიციალური მადლობის წერილი გადასცა.

თითოეულმა მათგანმა მადლობა გადაუხადეს პედაგოგს დაუღალავი შრომისთვის, თაობების აღზრდაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის და ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და კეთილდღეობა უსურვეს მას.

უწყების ცნობით, ინგლისური ენის მასწავლებელი ციური გაბლიანი მესტიის №1 საჯარო სკოლას ნახევარ საუკუნეზე მეტი დაუღალავად ემსახურა და დღესაც აქტიურად აგრძელებს რეპეტიტორობას. მისი შრომის ნაღვაწის კვალზე ახალი თაობები იზრდებიან.

ქალბატონი ციური ყოველთვის გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, პრინციპულობით, სამართლიანობით, ნიჭიერებით, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და კეთილშობილებით.

ღვაწლმოს პედაგოგს საგანმანათლებლო საქმიანობისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის მედალი შრომითი მამაცობისთვის, სამკერდე ნიშანი სსრ განათლების წარჩინებული, ასევე განათლების დარგის მუშაკთა ღირსების ორდენი, მინიჭებული აქვს მეთოდისტ მასწავლებლის, სვანეთის საპატიო მოქალაქის და საპატიო მასწავლებლის წოდება.
მად ასევე მადლობა გამოეცხადა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღწეული წარმატებისთვის.
პედაგოგი დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.