მესტიაში 29-30 ოქტომბერს ჩატარდება უფასო ალერგო-იმუნოლოგიური კვლევები

  • 29-30 ოქტომბერს, Მესტიის საავადმყოფოში და ჭუბერის ამბულატორიაში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, ბაია ბეზარიშვილი ჩაატარებს უფასო ალერგო-იმუნოლოგიურ კვლევებს.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ალერგო-იმუნოლოგს შეუძლიათ მიმართონ შემდეგი ჩივილების მქონე პაციენტებმა, მიიღონ კვალიფიციური მომსახურეობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (რომლითაც შესაძლებელია სასუნთქი სისტემის დაზიანების ხარისიხის განსაზღვრა). კვლევა ჩატარდება სპირომეტრით, რაც გულისხმობს, სუნთქვის ფუნქციურ კვლევას, ფილტვების გარეგანი სუნთქვის დიაგნოსტიკასა და მონიტორინგს, შესაძლებელია მოხდეს ფილტვის ობსტრუქციულ და რესტრიქციულ დაავადებებს შორის დიფერენციალური დიაგნოზის დასმა. ასევე: ქრონიკული ან მორეციდივე ხველა და/ან ნახველი, დისპნოე, ქოშინი, ხმაურიანი სუნთქვა, ჰაერის უკმარისობა, შრომის უნარის დაქვეითება, ამოსუნთქვისა და/ან ჩასუნთქვის გაძნელება, ქრონიკული სურდო, მწეველები 40 წლის, რისკის ფაქტორები როგორიცაა მწეველობა, გენეტიკური და პროფესიული ფაქტორები, ანესთეზიის წინ, კარდიოვასკულური და თორაკალური ქირურგიული ოპერაციების ჩატარებამდე მოსალოდნელ გართულებათა რისკის შეფასება და ბრონქო-პულმონური დაავადებების მართვა, სიმძიმის შეფასება.

Პროექტი “პარტია ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის” ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება.

გამოკვლევები 29 ოქტომბერს მესტიის საავადმყოფოს ამბოლატორიულ გაერთიანებაში ჩატადება. მისამართი: დაბა მესტია, ი.გაბლიანის ქ. N13

30 ოქტომბერს ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამბულატორიის შენობაში.