მესტიელი სპორტსმენების წარმატება

  • მარნეულში გაიმართა საქართველოს პირველობა კრივში 2008-2009 წლებში დაბადებულ მოსწავლეთა შორის.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრების გუნდის ორმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მწვრთნელების, ლერი ნაკანის და გიორგი ჩართოლანის ხელმძღვანელობით.

მონაწილეთაგან ბაქარ ფალიანმა (75კგ. წონითი კატეგორია) დაიკავა მეორე ადგილი და გახდა საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრი.