ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

  • ზუგდიდი – ჯვარი – მესტია – ლასდილის 182-ე და 183-ე კილომეტრზე, კერძოდ კალა- უშგულის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე ე.წ. “დევის ნაშენის” მონაკვეთზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა და გზა ჩაკეტა.

ზუგდიდი – ჯვარი – მესტია – ლასდილის 182-ე და 183-ე კილომეტრზე, კერძოდ კალა- უშგულის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე ე.წ. “დევის ნაშენის” მონაკვეთზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა და გზა ჩაკეტა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია.

ქვის ცვენის გამო გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე ვერ ხორციელდება.