“სვანეთის ხმები”

  • 5 დეკემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, გაიმართება მურადი ფირცხელანის, რუსლან სტეფლიანის და გულვერ გერლიანის საიუბილეო კონცერტი “სვანეთის ხმები”.

საღამოს წარუძღვება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი და ანსამბლ ,,ბასიანის” სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს