მესტიის ახალგაზრდული თვითმმართველობა ინფორმაციას ავრცელებს

  • მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის ორგანიზებით შევისყიდეთ საშემოდგომო სათესლე ხორბალი მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მესტიის მუნიციპალიტეტში მეხორბლეობის კულტურის განვითარებას. უკვე ჩამოტანილია ხორბლის ორი ჯიში: „ლომთაგორა 126“ და „წითელი დოლი“.

ხორბალი მოქალაქეებზე გაიცემა შესაბამისი ტერიტორიის დამუშავების (მოხვნის) დადასტურებისთანავე მიღება-ჩაბარების წესით.

მნიშვნელოვანია, რომ საშემოდგომო სათესლე ხორბლის დათესვა მოხდეს ოქტომბრის განმავლობაში. აგრეთვე, ხორბალი არის შეზღუდული რაოდენობით.

იმისთვის, რომ მიიღოთ სათესლე ხორბალი, გთხოვთ, დაგვირეკოთ ნომერზე: 571 05 16 86.

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობა ავრცელებს.