მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 8 პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 4 ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.