კელი დეგნანი ვიზიტით მესტიაში იმყოფებოდა

  • მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა, დაბა მესტიაში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ქალბატონ კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის თემა იყო მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

ელჩმა მუნიციპალიტეტის მერისგან მიიღო ინფორმაცია ზემო სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის, ტურიზმის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს იმ პროექტების შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტში აშშ-ს მხარდაჭერით განხორციელდა.

კელი დეგნანმა, კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს მესტიის მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ქალბატონი ნელი ნავერიანი, მერის მრჩეველი კულტურისა და სოციალურ საკითხებში, ლევან კიკვიძე და მერის თანაშემწე კულტურის მიმართულებით, ვახტანგ ფილფანი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერმა აშშ-ს ელჩს სიმბოლური საჩუქრები – სვანური ქუდი და ადგილობრივი მხატვრის, რეზო ხოჯელანის ნამუშევარი გადასცა.