- საქართველოში იაპონიის საელჩოს ინფორმაციით, იაპონიის საელჩო პროექტის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტს პირველ საზოგადოებრივ ავტობუსს უყიდის.
“იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა პროექტს, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტისთვის პირველი საზოგადოებრივი ავტობუსის შეძენას გულისხმობს.
პროექტის მიზანია, დაბა მესტიაში და მიმდებარე სოფლებში გაუმჯობესდეს ადგილობრივი მოსახლეობის მობილობა, რათა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა პროდუქტებზე, სერვისებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე. გრანტის მოცულობა: 72,600 დოლარი.
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში – ბატონმა იმამურა აკირამ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა – ბატონმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
მომდევნო ფისკალური წლისთვის, GGP საგრანტო პროგრამა განაცხადების მიღებას განაახლებს ამა წლის 20 დეკემბრიდან”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.