დავით მუშკუდიანის წარმატება

  • მესტიის მუნიციპალიტეტის კრივის სკოლის წარმომადგენელმა დავით მუშკუდიანმა, ქალაქ ფოთში გამართულ, ზურაბ სარსანიას ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ტურნირზე მიღწეული წარმატებით დათო მუშკუდიანმა ჭაბუკ მოკრივეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მოიპოვა, რომელიც 21 ნოემბერს გაიმართება.