- საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი მესტიის მუნიციპალიტეტში კოლეჯ „თეთნულდს‘‘ ესტუმრა, სადაც სასწავლო პროცესს გაეცნო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამიისტროს ინორმაციით, მინისტრის მოადგილე კოლეჯის სტუდენტებსა და თანამშრომლებს შეხვდა და სასწავლებლის საქმიანობისა და საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
ბაია კვიციანის თქმით, კოლეჯში ინკლუზიური განათლების მიმართულებით არსებული სერვისები მაღალ დონეზეა განვითარებული, რაც ხელს უწყობს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და თითოეული ახალგაზრდის მხარდაჭერას.
კოლეჯი „თეთნულდი‘‘ 250 სტუდენტზეა გათვლილი. სასწავლებელი მრავალპროფილურია და ახორციელებს 11 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის ინტეგრირებულ პროგრამებს, შემდეგი მიმართულებებით: მომსახურება, ინჟინერია, ბიზნესი, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, წარმოება, მეტყევეობა და ხელოვნება.

