21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

  • დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა, მესტიის ფოლკლორულ ანსამბლ „რიჰოს“ წევრებთან ერთად „კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის“ ბენეფიციარებს, ტრადიციულად, საჩუქრები გადასცეს.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის დღის ცენტრისა და ადრეული განვითარების ხელშეწყობის სერვისით, ამ ეტაპზე 9 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდი სარგებლობს. ცენტრში მოქმედებს თითოეულ მოსწავლეზე მორგებული განვითარების ინდივიდუალური სწავლების გეგმა.

სარეაბილიტაციო ცენტრში
ფუნქციონირებს დღის ცენტრის, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის, ზრდასრულების რეაბილიტაციის, შინმოვლისა და ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის სერვისები.