სვანეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

  • 25 ივლისს, 13:00 საათზე, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში პროფესიული უნარების სააგენტოს და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ერთობლივი ინიციატივით, სვანეთის რეგიონის მხარდაჭერით, გაიმართება შეხვედრა ბიზნეს სექტორთან, რომელზეც სადისკუსიო საკითხი იქნება პროფესიული უნარები რეგიონის განვითარებისთვის.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენს პროფესიული განათლების მიმართულებით რეგიონში არსებული ვითარების განხილვა და ბიზნეს სექტორის საჭიროებების მოსმენა სამუშაო ძალის უნარებთან დაკავშირებით.

ღონისძიებაში, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციები.