მესტიაში “Freeride World Tour”-ის კვირეული დაიწყო

  • მესტიის მუნიციპალიტეტი უკვე უკვე მეორედ “Freeride World Tour“-ის საერთაშორისო დონის ორ საკვალიფიკაციო შეჯიბრს მასპინძლობს. ფრირაიდის კვირეული დღეს დაიწყო და 19 მარტს დასრულდება.

ფრირაიდი სათხილამურო სპორტის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც გაუკვალავ თოვლში, ექსტრემალურ გზებზე თავისუფალ დაშვებას გულისხმობს.

მესტიის მუნიციპლიტეტის მერიის ინფორმაციით, ფრირაიდის კვირეულის ფარგლებში, შეჯიბრებები თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე გაიმართება, სადაც დაახლოებით 50-მდე ქართველი და უცხოელი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას.

შეჯიბრის პარალელურად დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული, გასტრონომიული და გასართობი პროგრამაც. Freeride-ის კვირეული წარმატებით ჩატარდა გასულ წელსაც, სადაც სპორტსმენები მსოფლიოს 16 სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ.