ირაკლი ღარიბაშვილი: მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“2024 წლიდან ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით იზრდება. 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია გაიზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი. 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.