- საქართველოს დედაქალაქმა, გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმში სახალხო დღესასწაულს “თბილისობა 2023-ს” უმასპინძლა.
დღესასწაულის ერთ-ერთი მასპინძელი მესტიის მუნიციპალიტეტი გახლდათ.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სვანური ფეტვიანი ხაჭაპურის, სვანური კუბდარის, თაშმ’ჯაბის და სვანური რახის გამოხდის მასტერკლასებში. ღონისძიების ფარგლებში მოწყობილი იყო სვანური კუთხე, რომელიც დღესასწაულის სტუმრებს სთავაზობდა სვანურ ქუდებს, სვანურ ტრადიციულ მარილს, მოეწყო სვანური ხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვას,
დამთვალიერებლების განსაკუთრებული ინტერესი სვანური სამზარეულოს კერძებმა გამოიწვია, რომელთა დაგემოვნების საშუალება ნებისმიერ სტუმარს სრულიად უსასყიდლოდ შეეძლო.
სვანური კუთხის ღონისძიება გახსნა მესტიის ფოლკლორულმა ანსამბლმა “რიჰომ” სვანური უძველესი საგალობელით “ლილე”.
ანსამბლმა ასევე, ღონისძიების სტუმრებისთვის სვანური “ფერხულის” მასტერკლასი ჩაატარა და სვანური ტრადიციების ირგვლივ გააერთიანა თითოეული სტუმარი.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს