საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს

  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე მყოფი დაშავებული ტურისტის სიცოცხლე გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა შესაბამისი აღჭურვილობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართულობით ტურისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

“შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიაში, თეთნულდის მწვერვალზე, ზღვის დონიდან 5000-მდე მეტრის სიმაღლეზე, ალპურ ზონაში იმყოფებოდა ტურისტთა ჯგუფი, ერთ-ერთი მათგანი კი შეუძლოდ გახდა და ესაჭიროებოდა სასწრაფო დახმარება. სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მესტიის სამთო-სამაშველო ჯგუფთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი მონაწილეობდა.”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.