- 3 და 4 მაისს, მესტიის საავადმყოფოს ამბულატორიული გაერთიანების, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმების ერთობლივი ორგანიზებით, უფასო გასინჯვების აქცია ჩატარდება.
აქციის ფარგლებში პაციენტებს უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებენ შემდეგი მიმართულების ექიმები:
- ენდოკრინოლოგი,
- ოფთალმოლოგი,
- რადიოლოგი,
- ტრავმატოლოგი,
- გასტროენტეროლოგი,
- ზოგადი ქირურგი,
- მამოლოგი/ონკომამოლოგი,
- თავ-კისრის სიმსივნეების ონკოლოგი,
- ბავშვთა და მოზრდილთა გინეკოლოგი/ონკოგინეკოლოგი.
მისამართი: მესტია, გაბლიანის 24.