- მესტიაში საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროს და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით საახალწლო კონცერტი გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება, ასევე მოიცავდა – საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიების პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა. საახალწლო ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა.

