- მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-7) ზუგდიდი – ჯვარი – მესტია – ლასდილის საავტომობილო გზის კმ178+000 – კმ185+000 მონაკვეთის დარჩენილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს (კალა-უშგულის მონაკვეთი). არსებული პროექტით გათვალისწინებულია მთის ფერდის ხელით დამუშავება.
უწყების ცნობით, სამუშაოს შესრულება დაწყებულია და დასრულდება 30 სექტემბერს. სამუშაოს მიმდინარეობის პროცესში სოფელ კალადან უშგულის მიმართულებით პკ 178+800-დან პკ 179+400-მდე სრულად შეიზღუდება მოძრაობა შემდეგი გრაფიკით:
დილის 5 საათიდან 11 საათამდე
13 საათიდან 14 საათამდე
15 საათიდან 16 საათამდე
17 საათიდან 20 საათამდე.