2-4 დეკემბერს არამდგარდი ამინდია მოსალოდნელი

  • გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 2 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მაღალმთაში თოვლი. 3 დეკემრიდან ისევ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

“ქ. თბილისში 2 და 4 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, 3 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2 დეკემბერს წვიმა, ქარი და შტორმული ღელვაა მოსალოდნელი, ხოლო 3 დეკემბერიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი, ფოთი): 2 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 3 დეკემბერიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი): 2 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 3 დეკემბერიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 2 დეკემბერს ზოგან მოთოვს, ხოლო 3 დეკემბერიდან გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.”-აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.