- 5 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ,,აფხაზეთიდან დევნილთამრავალპროფილური სკრინინგის’’ ქვეპროგრამის ფარგლებში გეგმავს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისათვის სამედიცინო გასინჯვებს.
“ქვეპროგრამა მოიცავს სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალსტთა (ოჯახის ექიმი, თერაპევტ-პულმონოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, პედიატრი, უროლოგი, რადიოლოგი, ანგიოლოგი) მომსახურებას.
ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.”-აღნიშნულია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.