ცხადდება კონკურსი “სუფთა რეგიონი 2023”

  • “საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ აცხადებს კონკურსს – “სუფთა რეგიონი 2023“.

“მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას მოგიწოდებთ, თუ თქვენ გაქვთ სურვილი აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის, არ დაიზაროთ და 22 მარტამდე გააგზავნეთ ფოტო და ვიდეო მასალები ელექტრონულ ფოსტაზე: info@greens.ge nino.chkhobadze@gmail.com ან სოციალური ქსელის ფეისბუქ გვერდზე დავასუფთაოთ საქართველო – Clean Up Georgia/დავიცვათ საქართველოს სისუფთავე.”-ნათქვამია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.