- 5 სექტემბერს, 18:00 საათზე, მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის თეატრში, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ შეხვედრა მკითხველთან გაიმართება.
მკითხველს შეხვდებიან:
• ელა გოჩიაშვილი
• ვახტანგ ვახტანგაძე
• ცირა ბარბაქაძე
• ედუარდ უგულავა
პროექტი „ცოცხალი წიგნები”, რომელიც 2015 წელს დაარსდა, საიუბილეო წელს განახლებულ ფორმატში და ახალი ავტორებით ხვდება მკითხველს.