შეხვედრა გაიმართა სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე

  • დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის სააქტო დარბაზში საქართველოს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელმა, მარიამ ჩიბუხაშვილმა პრეზენტაცია გამართა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე, მშობლისა და აღმზრდელის საერთო მიზანზე, ბავშვის უფლებების დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ მესტიის მერიის წარმომადგენლები, ბაგა-ბაღების მენეჯერები, მეთოდისტები, ბაღების საკონსულტაციო საბჭოს წევრები და მშობლები.

პრეზენტაცია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის, ა.(ა).ი.პ მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანების ხელშეწყობით და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა სამომავლოდ, სკოლამადელ დაწესებულებებს თანამშრომელთა გაძლიერების მიზნით მხარდაჭერა გამოუცხადა.