- სვანეთის “DMO” მონაწილეობას იღებს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში.
“ITB Berlin 2026” გამოფენა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი ტურისტული გამოფენაა, სადაც თავს იყრიან ტურიზმის სფეროს პროფესიონალები-ტურ-ოპერატორები, ავიაკომპანიები, სასტუმროები და სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის წარმომადგენლები.
ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმაა ახალი პარტნიორობების, თანამშრომლობებისა და მიმართულებების პოპულარიზაციისთვის.

