სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი განცხადებას ავრცელებს

  • სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი განცხადებას ავრცელებს:

“სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი გაცნობოთ, რომ სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის N1 ფილიალში: სვანური სახლი კოშკ-მაჩუბი, რომელიც ძლიერ დაზიანებულია, სავალალო მდგომარეობაშია და გახლავთ სვანეთის უძველესი კულტურის, ისტორიისა და თვითმყოფადობის სახე ავთენტური ფორმით, დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, დაგეგმილია კომპლექსის სრული კონსერვაცია-რეაბილიტაცია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახურავის გამაგრებისა და შეცვლის სამუშაოები.

აღნიშნულ საკითხისა და სხვა პრობლემებისა თუ სამუშაობეის ადგილზე შესასწავლად, მიმდინარე წლის ივნისის თვეში სვანეთის მუზეუმს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, სვანეთის მუზეუმის არქიტექტორი გაგა კიკნაძე და იმ კომპანიის რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებმაც 2011-2013 წლებში განახორციელეს სვანეთის მუზეუმის მშებელობა.

სტუმრებს უმასპინძლა სვანეთის მუზეუმის დირექტორმა რუსუდან ჯაფარიძემ, რომელმაც მათ სიღრმისეულად გააცნო როგორც სვანეთის მუზეუმის, მისი N2 ფილიალის უშგულის კოშკ-მუზეუმის ინფრასტრუქტურული პრობლემები.

სვანეთის მუზეუმის ძირითადი ნაგებობა საჭიროებს გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს, რაც უახლოეს პერიოდში დაიწყება, ამ ეტაპზე შერჩეულია კომპანია, შექმნილია ჯგუფი , რომელიც ძალიან მალე შეუდგება სვანეთის მუზეუმის ფასადის რეაბილიტაციას.

ხოლო, რაც შეეხება უშგულის კოშკ-მუზეუმს, რომელიც ავარიულია და საგანგაშო მდგომარეობაშია, უკვე შემუშავებულია პროექტი, პირველადი საკონსერვაციო სამუშაოების ფარგლებში მიმდინარე წელს მოხდება კოშკის გადახურვა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.