- ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში საქართველოს რეგიონის 45 სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი პროგრამა წარმოადგინეს.
შესრულდა საარქივო ჩანაწერებიდან აღდგენილი ქართული მრავალხმიანობის, ტრადიციული გალობისა და ქორეოგრაფიის უნიკალური ნიმუშები.
კონცერტს წინ უძღოდა 9 დღიანი რეპეტიციები. Პროექტში მონაწილეობისთვის საქართველოს ყველა სალოტბარო სკოლიდან 500 მოსწავლე შეირჩა.
საღამოს უძღვებოდა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე – სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ დღევანდელი საღამო არის სალოტბარო სკოლების მნიშვნელობის კიდევ ერთი დადასტურება.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ, რომელიც 10 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა სალოტბარო სკოლების მიმართულებას ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში.
სალოტბარო სკოლების გალა კონცერტი ერქომაიშვილის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.
კონცერტის დასასრულს Ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრის სცენაზე 500 მა მოსწავლემ ერთობლივად შეასრულა – ,,ქართველო ხელი ხმალს იკარ ” და მსმენელს მომავალ წლამდე დაემშვიდობა.
ინფორმაციას “ფოლკლორის ცენტრი” ავრცელებს

