- 21-22 თებერვალს სვანეთი „გემო ფესტს“ უმასპინძლებს, ხოლო 21-28 თებერვალს რეგიონში ფრირაიდის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
“გაზრდილი მგზავრთნაკადის გათვალისწინებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“, ნატახტრიდან მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, 5 დამატებითი ავიარეისი დანიშნა.
კერძოდ, დამატებითი ავიარეისები, რეგულარული რეისების პარალელურად, 19-23 თებერვლის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება:
19 თებერვალი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა 13:00
19 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 14:15
19 თებერვალი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა 15:45
19 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 17:15
20 თებერვალი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა 15:00
20 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 16:30
22 თებერვალი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა 15:00
22 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 16:30
23 თებერვალი: ნატახტარი – მესტია, გაფრენა 15:30
23 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 17:00
23 თებერვალი: მესტია – ნატახტარი, გაფრენა 17:00
აღინიშნება, რომ ამ ეტაპზე, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში 6 სიხშირით სრულდება. შეგახსენებთ, ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.
ამ ეტაპზე, ნატახტარი მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში 6 სიხშირით სრულდება. შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფრენა 90 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.”-აღნიშნულია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზეhttps://ticket.vanillasky.ge/en/tickets

