- მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ასრულებენ საკუთარ მისიას და არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავთ აღზრდილი. კერძოდ:
1. სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის რევაზ მარგიანის სახელობის სოფელ მუჟალის საჯარო სკოლა-მარლენ მარგიანი
2. სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლა-ნატო სუბარი
3. სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის სჯარო სკოლა-რაულ გულბანი
4. სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის მიხეილ ხერგიანის სახელობის N2 საჯარო სკოლა-ციალა გულედანი
5. სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლა-ნაზი საბანიძე
6. სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერის საჯარო სკოლა-ნარგიზა ხორგუანი
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულიცა მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარიამ ჯაფარიძემ და მესტიის მერიის დარგობრივმა კურატორმა განათლების, მეცნიერებისა და სოციალურ საკითზებში ლევან კიკვიძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის სახელით დასაჯილდოებელ კანდიდატებს მადლობის სიგელები გადასცა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსმა ლალი კალანდაძემ.