მესტიის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს

  • მესტიის მუნიცპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს:

“უკვე ტრადიციულად, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ა(ა)იპ მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის ორგანიზებით შევისყიდეთ საშემოდგომო სათესლე ხორბალი მოსახლეობისთვის უსასყიდლოდ გადასაცემად. აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს მესტიის მუნიციპალიტეტში მეხორბლეობის კულტურის განვითარებას. უკვე ჩამოტანილია ხორბლის ორი ჯიში: „ლომთაგორა 126“, „წითელი დოლი“ და „შავფხა”.

ხორბალი მოქალაქეებზე გაიცემა შესაბამისი ტერიტორიის დამუშავების დადასტურებისთანავე მიღება-ჩაბარების წესით. მნიშვნელოვანია, რომ საშემოდგომო სათესლე ხორბლის დათესვა მოხდეს ოქტომბრის განმავლობაში. აგრეთვე, ხორბალი არის შეზღუდული რაოდენობით. იმისთვის, რომ მიიღოთ სათესლე ხორბალი, გთხოვთ, მობრძანდეთ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახალგაზრდული თვითმმართველობის ოფისში.”-ნათქვამია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.