მესტიაში უფასო გასინჯვების აქცია ჩატარდება

  • 3 და 4 მაისს, მესტიის საავადმყოფოს ამბულატორიული გაერთიანების, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიისა და ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმების ერთობლივი ორგანიზებით, უფასო გასინჯვების აქცია ჩატარდება.

აქციის ფარგლებში პაციენტებს უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებენ შემდეგი მიმართულების ექიმები:

  • ენდოკრინოლოგი,
  • ოფთალმოლოგი,
  • რადიოლოგი,
  • ტრავმატოლოგი,
  • გასტროენტეროლოგი,
  • ზოგადი ქირურგი,
  • მამოლოგი/ონკომამოლოგი,
  • თავ-კისრის სიმსივნეების ონკოლოგი,
  • ბავშვთა და მოზრდილთა გინეკოლოგი/ონკოგინეკოლოგი.

მისამართი: მესტია, გაბლიანის 24.