- დღეს, დაბა მესტიაში, იაპონური ალუბლის ხის – საკურას დარგვის ცერემონია გაიმართა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საკურას ხეები, დაბა მესტიაში, სგიმიერის სკვერში, კახა ფალიანის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის ეზოსა და მესტიის სათავგადასავლო პარკში დაირგო.
იაპონური ალუბლის ხეების დარგვის ცერემონიაში მესტიის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მონაწილეობდა იაპონური ალპური კლუბი, იაპონიის საერთაშორისო ურთიერთობების სააგენტო და საქართველოში იაპონიის საელჩო.
ღონისძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მიხეილ ხერგიანის სახელობის სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ ჩართულნი. ცერემონიაზე ასევე წარმოდგენილი იყო მარკ იოშიკავას ფოტოგამოფენა, რომელიც 1971 წელს კავკასიაში მოგზაურობას ასახავს.