- 21-22 თებერვალს, მესტიაში, სეტის მოედანზე,15:00 საათზე, გაიმართება”გემო ფესტი”.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, “გემო-ფესტის” სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა კვებისა და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.

