“მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღება დაიწყო

  • „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამაში” განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 30 ივლისის 12:00 საათზე დაიწყება.

განაცხადების მიღება გაგრძელდება:

რძის პირველადი წარმოების დაფინანსების შემთხვევაში ბიუჯეტის (3 მლნ ლარი) ამოწურვამდე.

სათბურებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურების დაფინანსების მიმართულებით 30 აგვისტოს 18:00 საათამდე.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება როგორც ახალი საქმიანობის დაწყება, ასევე არსებულის გაფართოება/მოდერნიზება შემდეგი მიმართულებებით:

რძის პირველადი წარმოება – შენობა-ნაგებობისა (პირუტყვის სადგომი) და ფერმის მოწყობისთვის საჭირო მცირე აღჭურვილობის თანადაფინანსება;

მზის ელექტრო სადგურის დამონტაჟება არანაკლებ 2 და არაუმეტეს 4 კვტ სიმძლავრე;

ალტერნატიული საქმიანობები ახალგაზრდებისთვის – ფინანსდება არაუმეტეს 200 კვ.მ სათბურის მოწყობა.

რძის პირველადი წარმოება (ფერმის მოწყობა) შესაძლებელია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.

სათბურებისა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო სადგურების დაფინანსების მიმართულებით თანადაფინანსების შემთხვევაში განაცხადების მიღება მოხდება შემდეგი რეგიონებიდან: სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და იმერეთი.