“მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ ლახამულის საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

  • კომუნიკაციების კომისიამ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის მეორედ გამოცხადებულ „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსში შესული 350-მდე ნაშრომიდან გამარჯვება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულის საჯარო სკოლამ და ბათუმის პირველმა საჯარო სკოლამ მოიპოვეს.

გამარჯვებულებს ComCom-მა მედიაპროდუქტების შექმნისთვის განკუთვნილი მაღალტექნოლოგიური პრიზები, კერძოდ, ინტერაქციული დაფა, ლეპტოპი, მობილურის შტატივი, მიკროფონი და ლედ განათება გადასცა. ამასთან, სკოლებში მოეწყო მედიალაბორატორიის საერთო სივრცე, რომელსაც მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებისთვის გამოიყენებენ. კონკურსის მთავარ თემებს ხელოვნური ინტელექტი და დეზინფორმაცია წარმოადგენდა.

გამარჯვებულმა სკოლებმა ნაშრომი ვიდეოს სახით წარმოადგინეს, სადაც მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად სახალისო სცენარები გაითამაშეს, მოირგეს სხვადასხვა როლებიც და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს