- იდლიანის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2026 წლის “სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრება გაიმართა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იდლიანის თემი ოთხ სოფელს აერთიანებს და პრიორიტეტული პროექტის განსახორციელებლად, თითოეული მათგანისთვის, გარდა ცენტრისა, 10 000 ლარია განსაზღვრული. სოფელ იდლიანისთვის (ცენტრი) მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, 12 000 ლარია განკუთვნილი.
ოთხივე სოფლის მოსახლეობამ, წელს განსახორციელებლად ინდივიდუალური, ცალ-ცალკე პროექტი შეარჩია:
• ლებურცხილა – გზის რეაბილიტაცია;
• ჭალე – გზის რეაბილიტაცია;
• ნაშიხვი – სასოფლო სავარგულებისკენ გზის გაყვანა;
• იდლიანი (ცენტრი) – სანიაღვრე არხების მოწყობა.
ასევე, ალტერნატიულ პროექტებად დაასახელეს გარე განათების მოწყობა და წყლის სისტემის რეაბილიტაცია.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შემდეგი დასახლების საერთო კრება ჩატარდება ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში.

