ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სტიქიისგან დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენა მიმდინარეობს

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სტიქიისგან დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენა მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, რეაბილიტაცია უტარდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 41-ე, 53-ე; 67-ე, 68-ე; 70-ე და 76-ე კილომეტრებს. საერთო ჯამში, სამუშაოები მიმდინარეობს 1.2 კმ-ზე

“დაზიანებულ მონაკვეთებზე, გზის მიწის ვაკისისა და სავალი ნაწილის სიგანე, გზის სამოსის ტიპი და მოძრაობის უსაფრთხოების პირობები ვერ აკმაყოფილებდა სტანდარტებსა და ნორმებს.

გზის მონაკვეთებზე ტარდაბა: არსებული რკინა-ბეტონის მილების და მიწის ვაკისის აღდგენა, კიუვეტების, ქვედა საყრდენი კედლების და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა და სარეაბილიტაციო მონაკვეთის ლითონის ძელებით შემოღობვა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6,9 მილიონი ლარით ფინანსდება.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 52 კმ-ზე, ასევე მიმდინარეობს მინარე ხუბურზე არსებული 19.9 მ-ის სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია. ეწყობა ბეტონის შემასწორებელი ფენა, სადეფორმაციო ნაკერები და ჰიდროიზოლაცია, ხიდის სავალ ნაწილზე და ტროტუარებზე კი – ასფალტის საფარი. ასევე, მოეწყობა რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, ხიდთან მისასვლელებზე კი ზღუდარები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 670 ათას ლარამდე.”-ნათქვამია ინფორმაციაში.

+12