ვიკა ფილფანი ლენჯერის პრობლემაზე

  • მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვიკა ფილფანი თავის სოციალურ გვერდზე წერს.

“ეს არის ერთადერთი მისასვლელი გზა ლენჯერის თემის სოფელ ქაშვეთამდე, 3 წელია ტრაქტორი არ ჩამოდის და 3 წელია მოსახლეობა ვწმენდთ ჩვენი ძალებით ამ გზას, ტრაქტორი არ ჩამოდის შემდეგი არგუმენტით, რომ არ ეტევა ორღობეში, რაც არის სრული სიცრუე, ვინაიდან, რამდენიმე დღის წინ, როდესაც სოფლის მოსახლეს გაუჩნდა ხანძარი და სახანძრო მანქანის მობილიზება გახდა საჭირო, რომელიც რა თქმა უნდა ვერ ჩამოვიდა, სახლის დიდი ნაწილი დაიწვა და გარკვეული ნაწილი გადარჩა ისევ ხალხის ძალისხმევით ტრაქტორი ჩამოვიდა – უკვე დაგვიანებული იყო ყველანაირი ძალისხმევა, მაგრამ მთელმა სოფელმა დავინახეთ, რომ ტრაქტორი თურმე “ეტევა ორღობეში” და უბრალოდ ეს 3 წელი იყო სადამსჯელო ღონისძიება და ტყუილი… )))

დღეს, არის ეს მდგომარეობა, ვერც ფეხით მოსიარულე ვერ შედის და გამოდის სოფლიდან… ბავშვები სკოლაში ვერ დადიან, ზრდასრულები სამსახურებში, სასწრაფო დახმარების მანქანა და სახანძრო არ დააჭირვოს ღმერთმა არავის და ლაპარაკიც ზედმეტია….

21-საუკუნეში მესტიის ცენტრიდან 2 კილომეტრში სოფელი არის სრულიად მოწყვეტილი ცივილიზაციას… არც მინდა წარმოვიდგინო რა ხდება სხვაგან…

ერთია როცა ვერ მუშაობს ტექნიკა მაგრამ მეორეა როცა პრინციპულად არ მუშაობს…

სანამ რამე ტრაგედია დატრიალდა გახსენით გზა!!!”.-წერს ფილფანი.