დაბა მესტიაში შიდა ქუჩების გზის დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

  • მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა მესტიაში შიდა ქუჩების გზის დაზიანებული სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია დაზიანებული გზის უბნების ამოჭრა და ქუჩის მონაკვეთზე ასფალტო/ბეტონის საფარის დაგება.

სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით 149 885 (ას ორმოცდაცხრაათას რვაას ოთხმოცდახუთი) ლარია.

სამშენებლო სამუშაობს ელექტრონულ ტენდერში (NAT250015738) გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-444“ ასრულებს. მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება.