დაბა მესტიაში, შიდა ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • მესტიის მუნიციპალიეტის მერიის ინფორმაციით, დაბა მესტიაში, შიდა ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 5 005 041 (ხუთი მილიონ ხუთი ათას ორმოცდაერთი) ლარს.

პროექტის ფარგლებში, განსაზღვრულია გრანიტის ქვაფენილის მოწყობა 8 ქუჩის მონაკვეთზე:

ვახტანგ გოშთელიანის ქუჩა;

  • ზურა ფალიანის ქუჩა;
  • ლანჩვალის ქუჩის 4 მონაკვეთი;
  • ბექნუ ხერგიანის ქუჩა (მონაკვეთი 1);
  • ბექნუ ხერგიანის ქუჩა (მონაკვეთი 2);
  • ბექნუ ხერგიანის ქუჩა (მონაკვეთი 3);
  • უშბის ქუჩა;
  • უშბის შესახვევი.

უწყების ცნობით, ლანჩვალის ქუჩის მიმდებარედ განახლდება სკვერი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათების ქსელი, განთავსდება ასევე სანაგვე ურნები და დასასვენებელი სკამები.

“მიმდინარე სამუშაოების გამო პერიოდულად მოხდება შიდა ქუჩებზე მოძრაობის შეფერხება, რისთვისაც სამშენებლო კომპანია მოსახლეობას ბოდიშს უხდის. მოსახლეობას მოვუწოდებთ გაგებით მოეკიდოს მიმდინარე პროცესს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

+6