- 11 იანვარს, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი წარმოგიდგენთ ერთმოქმედებიან მიმოდრამას ლეგენდარული მონადირის ბეთქილის და ნადირობის ქალღმერთის, დალის საბედისწერო სიყვარულის ისტორიას.
სპექტაკლი, რომელიც სიტყვების გარეშე გვიყვება სიყვარულზე, არჩევანზე და ბედისწერაზე.

