სოფელ ადიში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ადიშის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება შეადგენს 11 669 160 (თერთმეტი მილიონ ექვსას სამოცდაცხრა ათას ას სამოცი) ლარს.

სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT250012385) გამარჯვებული კომპანია თავადი-I ასრულებს.

არსებული საავტომობილო გზის საფარი გრუნტისაა, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. წვიმის დროს სავალ ნაწილზე მოედინება წყალი და დაღარულია.

საპროექტო მონაკვეთის სიგრძე 9 060 გრძივი მეტრია.

ამ ეტაპზე ხორციელდებ არსებული გზის გაფართოება, ვაკისის მოჭრა და პნევმატური ჩაქუჩით კლდის მონგრევა.

ხელშეკრულებით სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2028 წლის 30 მარტი.