“პირველი სამედიცინო დახმარება”

  • 25 ივლისს, 10:00 საათზე, სასტუმრო ბანგურიანში, საქართველოს ტურიზმის ადმინისტაცია, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ატარებს ტრენინგს სახელწოდებით – “პირველი სამედიცინო დახმარება”.

ტრენინგის თემატიკები:

• პირველადი და მეორადი დათვალიერება;

• გულ-ფილტვის რეანიმაცია (გფრ);

• ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით (თეორია და პრაქტიკა);

• პდ უცხო სხეულების გადაცდენის დროს სასუნთქ გზებში;

• პდ ჭრილობის დროს (დამწვრობის ჩათვლით);

• პდ სისხლდენის შემთხვევაში;

• პდ გულის წასვლის და გულყრის დროს;

• პდ ზედოზირების შემთხვევაში (ალკოჰოლური და ნარკოტიკული);

• პდ მოწამვლის დროს;

• პდ-ის აღმოჩენის ძირითადი პრინციპები ტრავმების დროს;

• პრაქტიკული უნარების გამეორება;

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრენინგი განკუთვნილია, როგორც განთავსების და კვების ობიექტების წარმომადგენელთათვის, ასევე გიდებისათვის.