„მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანებაში“ უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები მიმდინარეობს

  • მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანებაში“ უფასო ოფთალმოლოგიური კონსულტაციები მიმდინარეობს. კონსულტაციები 11 ივნისამდე გაგრძელდება.

უწყების ცნობით, ადგილობრივ მოსახლეობას კონსულტაციებს უწევენ მოწვეული ოფთალმოლოგები: ოფთალმოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა ხოტენაშვილი, ექიმები, ნათია ქესანიშვილი, ეკა ერაძე და ქეთი ოქრუაშვილი.

აღნიშნული კვლევები შ.პ.ს. „მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანების“ და მესტიის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ხორციელდება.

მიღების საათები განსაზღვრულია 10:00 დან 18:00 საათამდე.