მესტიაში სპექტაკლის “ეშმაკისეული შეთავაზებას” ჩვენება გაიმართა

  • მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 27 ივლისს, მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრში მესტიის მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ ლიეტუვის ქალაქ ტელშაის “ჟემაიტიის დრამატული თეატრის დასი მაყურებლის წინაშე წარსდგა სპექტაკლით “ეშმაკისეული შეთავაზება”. წარმოდგენა ტიტრების თანხლებით მიმდინარეობდა.

სპექტაკლის დამდგმელი ლუეტუვაში მოღვაწე ქართველი რეჟისორი ბადრი წერედიანია, ხოლო სამხატრვრო ხელმძღვანელი გიედრე სლავინსკიენე.

სპექტაკლი ფრანგი დრამატურგის მიშელ ფორეს პიესის მიხედვით დაიდგა, რომელშიც მონაწილეობდნენ: დონატას ჟილინსკასი, მარგარიტა ბლაჯენაუსკაიტე, დეივიდას რაიუნჩუსი.

წარმოდგენას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული საზოგადობა.