- მესტიაში იწყება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ინოვაციური იდეების კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს ტურიზმის, გარემოსა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება ადგილობრივი და ეროვნული პარტნიორების მხარდაჭერით, რომლებიც საერთო მიზანს ემსახურებიან – სვანეთის რეგიონში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები ხუთი დღის განმავლობაში იმუშავებენ მენტორებთან და ტრენერებთან ერთად ტექნოლოგიებზე, ეკო-ტურიზმზე, კულტურაზე და ციფრულ გადაწყვეტებზე, რომლებიც სვანეთის ტურისტულ გამოცდილებას გააუმჯობესებს.