მესტიაში დოკუმენტური ფილმის “დიდება დედოფალს” ჩვენება გაიმართება

  • 19 სექტემბერს, 18:00 საათზე, ავსტრიის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ, თათია სხირტლაძის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს „დიდება დედოფალს“.

ფილმის ჩვენება გაიმართება სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დოკუმენტური ფილმი ასახავს, ოთხი ლეგენდარული მოჭადრაკე ქართველი ქალის, ნონა გაფრინდაშვილის, ნანა იოსელიანის, ნანა ალექსანდრიასა და მაია ჩიბურდანიძის ისტორიას, რომელიც გადაღებული იქნა ავსტრიის, საქართველოსა და სერბეთის მხარდაჭერით.

ინფორმაციისთვის: დოკუმენტური ფილმის ჩვენება იგეგმება საქართველოს 9 მუნიციპალიტეტში 2023 წლის 19 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით, კერძოდ, მესტიაში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმში, სამტრედიაში, ქუთაისში, თბილისში, დუისსა და თელავში.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომლის მოდერატორი იქნება თათია სხირტლაძე და მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული ექსპერტი და ერთ-ერთი მოჭადრაკე (ფილმის გმირი).